თავში

ნამახვანში, სადაც აქციის მონაწილეებს კარვები ჰქონდათ გაშლილი, მიწა დახნეს

ნამახვანში, სადაც აქციის მონაწილეებს კარვები ჰქონდათ გაშლილი, მიწა დახნეს
ნამახვანში, სადაც აქციის მონაწილეებს კარვები ჰქონდათ გაშლილი, მიწა დახნეს

სოფელ ნამახვანში, სადაც აქციის მონაწილეებს კარვები ჰქონდათ გაშლილი მიწა დახსნეს.

ფაქტის აღმნიშვნელ ვიდეოს სოციალურ ქსელში ბელა და ნუგზარ გოდოლაძეები ავრცელებენ.

ცნობისთვის, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებით სამართალდამცველებმა ნამახვანში აქციის მონაწილეების მიერ გაშლილი კარვები დაშალეს და ტერიტორიიდან გაიტანეს.

უწყებამ გადაწყვეტილება ორი მიზეზით ახსნა - პირველ ეხებოდა რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებს, როცა ახალგაზრდა კაცი მდინარე რიონში შევიდა და დაიკარგა, ხოლო მეორე მიზეზად გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება დასახელდა, რომლის მიხედვითაც მდინარე რიონის წყლის დონე საშიშ ნიშნულს უახლოვდებოდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ამ ფორმით ცდილობენ ხელი შეუშალონ პროტესტს, რომელიც თვეების განმავლობაში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, სოფელ ნამახვანში მოსახლეობა დიდი ჰესების მშენებლობას აპროტესტებს.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system