თავში

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები მსვლელობით გმირთა მოედანზე მიდიან

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები მსვლელობით გმირთა მოედანზე მიდიან
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მსვლელობით გმირთა მოედანზე მიდიან

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები ამ წუთებში ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან გმირთა მოედნისკენ მსვლელობას მართავენ. 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გმირთა მოედანთან სიმბოლურად შეიკრიბებიან.

აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, რიონის ხეობის მცველები დღეს ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩებიან, სადაც გზა ორმხრივად გადაიკეტება.

ცნობისთვის, ხვალ, 26 მაისს, რესპუბლიკის მოედანზე დაანონსებული აქციის შემდეგ, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში დაბრუნდებიან და უწყვეტ აქციებს გააგრძელებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system