თავში

ნანა გეგეჭკორი: უნდა გავრისკოთ, რომ შევაჩეროთ სიკვდილი

ნანა გეგეჭკორი: უნდა გავრისკოთ, რომ შევაჩეროთ სიკვდილი
ნანა გეგეჭკორი: უნდა გავრისკოთ, რომ შევაჩეროთ სიკვდილი

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, ნებართვის გაცემას ეხმაურება და წერს, რომ უნიკალური ექსპერიმენტის ფარგლებში, პირველ რიგში ექიმები აიცრებიან.

,,ფაიზერის ვაქცინაზე ნებართვა გაცემულია... პირველ 975 დოზას ჩვენი ჰოსპიტალი შემდეგი კვირების განმავლობაში მიიღებს. პრიორიტეტულად ასაცრელების კრიტერიუმებიც შემუშავებულია რამდენადაც ვიცით. უნიკალური ექსპერიმენტია, პირველები ექიმები აიცრებიან. ამ დღეებში გამარჯობის ნაცვლად ყველა ერთმანეთს ვეკითხებით, აიცრები? ცხადია, ამ ექსპერიმენტს ახლავს თან შიში, მაგრამ ამავდროულად ყველას გვესმის, ჩვენ უნდა გავრისკოთ რომ შევაჩეროთ სიკვდილი...

იმედია 2021 სიმშვიდის და ჯანმრთელობის წელი იქნება.

P.S. ებრაელები ხანუქას დრესასწაულობენ. სინათლის ჯადოსნული დღესასწაულია...", - წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს მრჩეველთა საბჭომ Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების რეკომენდაცია გასცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system