თავში

ნანგრევებიდან ადამიანი ამოიყვანეს

ნანგრევებიდან ადამიანი ამოიყვანეს
ნანგრევებიდან ადამიანი ამოიყვანეს

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს. ის სავარუდოდ, ნანგრევებში, ორ მცირეწლოვანთან და მაზლთან ერთად მოყოლილი ქალია. 

ნანგრევებიდან დაშავებულის ამოყვანას პერიმეტრზე შეკრებილი საზოგადოება ტაშით შეხვდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმს ამ წუთებში კლინიკაში გადაჰყავს.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

ნანგრევებიდან მაშველებმა ორი ბავშვი გამოიყვანეს.

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მოქალაქეების ხმა ისმის, ისინი შველას ითხოვენ.

მსხვერლის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ბათუმში გაემგზავრა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system