თავში

ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა მძიმეა

ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა მძიმეა
ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

კლინიკა „მედცენტრის“ დირექტორი ამბობს, რომ ზვიად თავდგირიძე, ამ დროისთვის, გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე.

"პაციენტის მდგომარეობა, ამ მომენტისთვის, ფასდება, როგორც მძიმე. პაციენტი გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. მისი დიაგნოზი, ამ მომენტისთვის, არის პოლიტრავმა, ტრავმული შოკი, გულ-მკერდის და ქალა ტვინის დახურული ტრავმა, მარჯვენა ქვედა კიდურის კოჭ-წვივის არეში ღია მოტეხილობა. ასევე, აღენიშნება სხეულზე რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. პაციენტი მკურნალობას გააგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ მომენტისთვის ქირურგიულ ჩარევას პაციენტი არ საჭიროებს,“ - აცხადებს კლინიკა "მედცენტრის“ დირექტორი, მედეა ქაჯაია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system