თავში

ნანგრევებში, სავარაუდოდ, 8 ადამიანს ეძებენ

ნანგრევებში, სავარაუდოდ, 8 ადამიანს ეძებენ
ნანგრევებში, სავარაუდოდ, 8 ადამიანს ეძებენ

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძე report.ge-სთან ამბობს, რომ 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევისას, შესაძლოა, სახლში 8 ადამიანი ყოფილიყო.

"ჩვენი სერვისცენტრის მენეჯერი და ამხანაგობის თავმჯდომარე ვის ოჯახებსაც დაეკონტაქტნენ, დაახლოებით 7-8 ადამიანი შეიძლება იყოს ნანგრვებში. ერთი მწოლიარე ქალია, რომელიც, შესაძლოა, ყოფილიყო სახლში. ბავშვების ნაწილი სკოლაშია, ადამიანების ნაწილი სამსახურში. 12 ოჯახია ჩამონგრეული, 8 ადამიანია, სავარაუდოდ, ნანგრევებში",- ამბობს ლელა სურმანიძე.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

ნანგრევებიდან მაშველებმა ორი ბავშვი გამოიყვანეს.

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მოქალაქეების ხმა ისმის, ისინი შველას ითხოვენ.

მსხვერლის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ბათუმში გაემგზავრა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system