თავში

ნანგრევებში კიდევ ერთ დედა-შვილს ეძებენ

ნანგრევებში კიდევ ერთ დედა-შვილს ეძებენ
ნანგრევებში კიდევ ერთ დედა-შვილს ეძებენ

ნანგრევებში კიდევ ერთ ბავშვს და დედას ეძებენ. ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, მათთან დაკავშირება ნგრევის შემდეგ ვერ ხერხდება. 

"ამ კორპუსში ცხოვრობს ჩვენი ახლობელი, მისი ცოლ-შვილია, ერთი ბავშვი გამოიყვანეს ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ეს შემთხვევა მოხდებოდა. მაგრამ მეორე ბავშვი არის დედასთან ერთად.

მამა ცდილობდა დაკავშირებას, მაგრამ ვერ უკავშირდებიან და არ ვიცი საერთოდ არიან ცოცხლები თუ არა. მესამე სართულზე ცხოვრობდნენ ეს ადამიანები. როგორც გითხარით, მამა და ერთი შვილი ნგრევამდე გავიდნენ სახლიდან, მისი მეუღლე და შვილიც აპირებდნენ გასვლას, მაგრამ ვერ მოასწრეს" - ამბობს ოჯახის ახლობელი.

ცნობისთვის, მაშველებმა დღის ბოლოს ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი და მისი მაზლი ამოიყვანეს. ამ დრომდე ეძებენ აღნიშნული ქალის 2 მცირეწლოვან შვილს. 

ნანგრევებიდან ამოყვანილი ორივე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system