თავში

ნანუკა ჟორჟოლიანი: 900 ადამიანი გამოკეტეს

ნანუკა ჟორჟოლიანი: 900 ადამიანი გამოკეტეს
ნანუკა ჟორჟოლიანი: 900 ადამიანი გამოკეტეს

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაქვში, სასტუმრო ოაზისში კორონავირუსის საეჭვი შემთხვევის დაფიქსირების შედეგად მიღებულ ზომებს ეხმაურება. 

“ჩაქვში ერთ დამსვენებელზე ჰქონდათ ეჭვი, რომელიც ამბობენ რომ არ დადასტურდა და 900 ადამინი გამოკეტეს. ქართულ ოცნებაში 5 ადამიანს დაუდასტურდა კორონა და კარანტინში არავინ გადაიყვანეს" - წერს ჟორჟოლიანი. 

ცნობისთვის, ჩაქვში, სასტუმრო ,,ოაზისი", სადაც ამ დროისთვის 900-მდე სტუმარი იმყოფება, ჩაკეტილია.

როგორც report.ge-ს სასტუმროს მენეჯერმა, გვანცა ხაინდრავამ განუცხადა, სტუმრების მიღება და გაშვება დროებით შეჩერებულია.

მისივე თქმით, გუშინ ერთ-ერთ სტუმარს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის შემდეგაც ის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. პირველადი ტესტირებით ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, განმეორებითი ტესტირების პასუხი კი უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

სასტუმროში აცხადებენ, რომ დროებითი ჩაკეტვის გადაწყვეტილება, უსაფრთოების ზომებიდან გამომდინარე მიიღეს.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1548 გახდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 17-ით გაიზარდა და 1270-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსით ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system