თავში

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამიტომაც, მიშას არ ვუთხარი უარი გამოწვევაზე

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამიტომაც, მიშას არ ვუთხარი უარი გამოწვევაზე
ნანუკა ჟორჟოლიანი: ამიტომაც, მიშას არ ვუთხარი უარი გამოწვევაზე

ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, საკუთარ მაყურებელს და ამომრჩეველს საკუთარი გადაცემიდან მიმართა. 

ჟურნალისტმა და ახლა უკვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ამომრჩეველს აუხსნა მთავარი მიზეზები, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის შემოთავაზებაზე უარი არ თქვა. 

"2 საათის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მეთქვა თანხმობა მაჟორიტარობის კანდიდატობაზე. ეს შემოთავაზება მანამდეც არაერთხელ მიმიღია, მაგრამ არ მინდოდა პოლიტიკის ნაწილი ვყოფილიყავი. გადაწყვეტილების მიღების მთავარი საფუძველი იყო ის, რომ დავრწმუნდი ომია და ბრძოლის ხაზი ამ არჩევნებზე გადის. თუ შემიძლია ამ ომში გამარჯვების ერთი აგური დავდო, ვფიქრობ რომ ეს უნდა გავაკეთო.

ვაპირებ, რომ ჩამოვიდე თქვენთან, ყველა სოფელში. როგორც დავადგინე, დღეში 7-8 სოფელი უნდა ვნახო, რომ ყველასთან შეხვედრა მოვასწრო. ერთადერთ რამეს დაგპირდებით, რომ ყოველთვის მოვისმენ თქვენს პრობლემებს და არასოდეს ჩემთვის უბრალო სტატისტიკა არ იქნები. გპირდებით, რომ მივიტან თქვენს პრობლემებს გულთან, არასოდეს გეტყვით ტყუილს და არ დაგპირდებით იმას, რასაც ვერ გაგიკეთებთ. 

ალბათ ახლა წამოვა თავდასხმები, გამიხსენებენ ყველაფერს, იმასაც თუ ბავშვობაში წყალტუბოში რამე გამიფუჭებია, მაგრამ მე მზად ვარ ამ გამოწვევისთვის. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ახალი სიცოცხლე შევძინო ამ ამბავს. არ ვაპირებ არავის ლანძღვას, საერთოდ არ მაინტერესებს ვინ იყრის კენჭს. პირველი რასაც გავაკეთებ ჩამოვალ თქვენთან და ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენიანი გავხდე. 

ჩემს მეგობარს, ვისი თანამებრძოლიც მე ვიყავი, ვისაც წარმატების ფორმულად მივიჩნევ, ყველა ამ მიზეზის გამო, მიშას არ ვუთხარი უარი ამ გამოწვევაზე," - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარ შოუში.

ცნობისთვის, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ნაციონალური მოძრაობის" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" მიერ, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არის წარდგენილი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system