თავში

ნანუკა ჟორჟოლიანი: მოგკლავ ანუნა, ამომრჩეველს ეგ კოშმარი არ გაახსენო

ნანუკა ჟორჟოლიანი: მოგკლავ ანუნა, ამომრჩეველს ეგ კოშმარი არ გაახსენო

ნანუკა ჟორჟოლიანმა სამტრედია, წყალტუბო, ვანისა და ხონის რაიონებში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, სადაც ის "ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. მიმდინარე პროცესისა და ამომრჩეველთან შეხვედრის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ისაუბრა, სადაც წამყვანმა, ანა ახალაიამ საუბრის დაწყებამდე მაყურებელს გაახსენა ქართული პოლიტიკური ცხოვრების ის ეპიზოდები, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები სოფლებსა თუ ქალაქებში მოქალაქეებს ხვდებოდნენ და დაპირებებს აძლევდნენ. ასეთი იყო რეჟისორ ქეთი დოლიძისა და მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძის ეპიზოდიც, რისმა ხსენებამაც ტელეწამყვანი და ახლა უკვე დეპუტატობის კანდიდატი გააღიზიანა. 

"მე შენ უნდა გაგებუტო და აღარ უნდა დაგელაპარაკო. რა ქეთი დოლიძე, რა ხუთი მილიონი... ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამომრჩეველს ეგ კოშმარი არ გაახსენოთ. ყველაზე არასწორი დაპირებები და არასწორი საარჩევნო კამპანია იყო.

ჩემს შეხვედრებს ადამიანებთან იმის ჩამოთვლით ვიწყებ, თუ რას არ ვპირდები. მე არ გპირდებით მილიონებს, მე არ გპირდებით ოქროს კოშკებს. ისინი მეუბნებიან, რომ ყველა ასე გვებნებოდა, ყველა რაღაცას გვპირდებოდა და ყველამ მოგვატყუა, შენ რატომ უნდა გენდოო... ხშირად ჩემი პასუხია, რომ მართალი ხართ.

მე უბრალოდ მიმართლებს, რომ მათ ახსოვთ, როდესაც ხალხის გვერდით ვიდექი", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system