თავში

ნასვამმა მძღოლმა ყვარელში საკუთარ სახლთან მჯდომი ადამიანი მოკლა

ნასვამმა მძღოლმა ყვარელში საკუთარ სახლთან მჯდომი ადამიანი მოკლა
ნასვამმა მძღოლმა ყვარელში საკუთარ სახლთან მჯდომი ადამიანი მოკლა

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. 

გავრცელებული ინფორმაციით "ოპელის" მარკის ავტომობილი მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და სახლის წინ მსხდომ ადამიანებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირისგან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system