თავში

კაზრეთში ადრე შუასაუკუნეების ნატაძრალი აღმოაჩინეს

ნატაძრალი აღმოაჩინეს

ე.წ. სტელას ბაზისი ასომთავრული წარწერის ნაშთებით და ადრე შუასაუკუნეების ნატაძრალი - ახალი აღმოჩენის შესახებ სოციალურ ქსელში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე წერს. 

,,დაბა კაზრეთთან, მდინარე მაშავერას მარჯვენა სანაპიროზე არსებულ გამოქვაბულები ( ე.წ. ორთვალა გამოქვაბულები) არქეოლოგიურად დაზვერილი იყო 1957 წელს, არქეოლოგ გურამ გრიგოლიას მიერ. მას მერე ამ ობიექტზე კვლევა-ძიება არ ჩატარებულა.

2018 წელს დავიწყეთ არქეოლოგიური გათხრები, წელსაც გავაგრძელეთ. აღმოჩენამაც დიდხანს არ გვალოდინა.
აღმოჩნდა ადრე შუასაუკუნეების ნატაძრალი. ასევე ფიქსირდება სხვადასხვა პერიოდის ადამიანის სადგომის ნაშთები. ასევე აღმოჩენილია ე.წ. სტელას ბაზისი ასომთავრული წარწერის ნაშთებით, რომელიც თარიღდება ა.წ. მე 6 საუკუნით.

ობიექტი სააგენტოს არქეოლოგიური კომისიის წევრებმა მონახულეს, მათ შორის იყვნენ ამ ძეგლის აღმომჩენი ბატონი გურამ გრიგოლია და კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ ჯაფარიძე.

სამუშაოები დაფინანსებულია საქართველოს კუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ.

არქეოლოგიურ კვლევას ახორციელებს დავით ბერიკაშვილი", - წერს ანთიძე სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system