თავში

ნათია ფანჯიკიძე: ვაცხადებ დაუმორჩილებლობას

ნათია ფანჯიკიძე: ვაცხადებ დაუმორჩილებლობას
ნათია ფანჯიკიძე: ვაცხადებ დაუმორჩილებლობას

"ვაცხადებ დაუმორჩილებლობას და ყოველ საღამოს 11:00-ზე გავალ სასეირნოდ", - ამის შესახებ ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა. 

მისი თქმით, დაწესებული შეზღუდვები მიუღებელია და მთავრობას მოუწოდებს, არ ჩასვან მშვიდობიანი მოქალაქეები "გალიებში". 

"ღამის სეირნობა იწვევს კორონას? როცა სამოქმედო დრო შეზღუდულია, მაშინ ხომ უფრო იტვირთება ხალხით ქუჩები, იმიტომ რომ ყველას მოსასწრები აქვს 22:00 -მდე ყველა საქმე? ხოდა რა გაგვიხურეს ამ უაზრო რეგულაციებით? აზრიანისთვის მიეხედათ იქნებ, - პერსონალის გადამზადება, ტაქსების ნაწილის სასწრაფოს მანქანებად გადაკეთება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჭყლეტვისგან განტვირთვა, წამლების მარაგზე ზრუნვა და ა.შ. შეიძლება ჩემით შევზღუდო სეირნობა, არც არსადაა სასეირნო, კაფე არ მუშაობს და რესტორანი თითქმის, მაგრამ პატიმრობაში ყოფნის გრძნობა მაღიზიანებს ძალიან. ვაცხადებ დაუმორჩილებლობას და ყოველ საღამოს 11:00-ზე გავალ სასეირნოდ.

პ.ს. ყველაზე ჭკვიანურ არგუმენტს მწერენ, სახლებში ქეიფების საწინააღმდეგოაო, მაგრამ იმ სახლებში ღამეც დარჩებიან, თუ უნდათ და მოქეიფეები დააჯარიმონ, მშვიდობიან ხალხს ნუ გვსვამენ გალიებში", - დაწერა ნათია ფანჯიკიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system