თავში

ნათია ფანჯიკიძე: ეს ამბავი აქამდეც უნდა მომეყოლა

ნათია ფანჯიკიძე: ​ეს ამბავი აქამდეც უნდა მომეყოლა
ნათია ფანჯიკიძე: ეს ამბავი აქამდეც უნდა მომეყოლა

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 

,,ეს ამბავი აქამდეც უნდა მომეყოლა, დაბადების დღე რომ ახლობლის სიკვდილიდან რამდენიმე დღეში არ მქონოდა. ბოლო ორი თვეა, ენერგია საკმარისი არ მაქვს და აქამდე ძალა ვერ მოვიკრიბე, გულში სიხარულის იქით ეს ბედნიერება სხვის წინაშეც გამომეხატა სათანადოდ. 

ხოდა სანამ 2021-ის დაბადებისდღე მოვა, აი, ახლა მაინც ვეცდები მოვყვე, რომ ეს უზარმაზარი დაჯილდოება მაქვს ცხოვრებისგან, როცა უკვე სტუმრად, გამარჯვებულები მაკითხავენ ადამიანები, ვისთვისაც როდესღაც მინდოდა გამეტნია მაქსიმალური სიცოცხლის ძალა, რაც გამაჩნია. ეს ღვინოები საჩუქარია გოგოსგან, რომელმაც უმძიმესი და უაიშვიათესი ფორმის სარკომა დაამარცხა და დღეს სხვებს ეხმარება. 

ერთადერთი კუდი დაგვრჩა მოსაშორებელი, - ჯერ კიდევ ვერ ივიწყებს ტრავმულ გამოცდილებებს და ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ შევცვალეთ სიტყვები, რომლითაც უნდა ურთიერთობდეს "ცოცხალ სამყაროსთან", მაგრამ ქცევა ყოველდღე უფრო ძლიერი ხდება. ეს გოგო დღეს საუკეთესო ღვინოს აწარმოებს და თანაც ღვინო მისი ერთერთი და არა ერთადერთი გატაცებაა. 

ეტიკეტები სპეციალურად ჩემთვისაა, ამ სახელით ღვინო არ გაიყიდება. ჩემი ეს გოგოც დამეთანხმება, ონკოპაციენტობის მთავარი პასუხისმგებლობა ბრძოლის პროცესისგან არდაღლაა. ქვეცნობიერმაც არ უნდა დაუშვას ფიქრი "რაც იქნება, იქნება". ჩვენ მხოლოდ მაშინ ვაგებთ ბრძოლას, როცა დაღლილობისგან ცოტათი თანახმა ვართ დავმარცხდეთ. Sopo Piranishvili, მადლობთ", - წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system