თავში

ნათია მეზვრიშვილი: თბილისში არასრულწლოვანთა სამმართველო შეიქმნება

ნათია მეზვრიშვილი: თბილისში არასრულწლოვანთა სამმართველო შეიქმნება
ნათია მეზვრიშვილი: თბილისში არასრულწლოვანთა სამმართველო შეიქმნება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება - ეს განცხადება არასწრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, სამმართველო ვიდეო-კამერებით აღიჭურვება, რომელიც არასრულწლოვნის იქ ყოფნის პერიოდს დააფიქსირებს და ამ სამმართველოში სპეციალიზირებული გამომძიებლები იმუშავებენ.

“ჩვენი ამოცანაა, წინა შეხვედრაზე, რაც შეიძლება მოკლე დროში წარმოგვედგინა პირველი რიგის ამოცანები, რომელიც უნდა გადაწყვეტილიყო ამ შეხვედრის შემდეგ და გრძელვადიანი ამოცანები, იმიტომ რომ ყველას კარგად მოგეხსენებათ, საკითხი სისტემურ მიდგომას საჭიროებს და შეუძლებელია, 1 კვირაში სისტემური ხარვეზები, რაც არის, ამის აღმოფხვრა მოხდეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 1-ლი აპრილიდან, თბილისის მასშტაბით ექნება არასრულწლოვანთა სამმართველო.არსებობდა გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც მოგვარებულია, სადაც იმუშავებენ სპეციალიზირებული გამომძიებლები, ამ მიმართულებით მენეჯმენტსაც გავლილი ექნება შესაბამისი გადამზადება. ეს სამმართველო აღჭურვილი იქნება ვიდეო-კამერებით, რომელიც ზუსტად ასახავს სამმართველოში ბავშვის შესვლის, გასვლის და ზოგადად ყოფნის პროცესს. გრძელვადიან პერსპექტივაში, რეგიონებში, როგორ უნდა მოხდეს ბავშვებზე მორგებული გარემოს დანერგვა ,შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში, ამასთან დაკავშირებითაც სამინისტრო წარმოადგენს გეგმას”,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, მეზვრიშვილის თქმით, აღნიშნულმა უწყებამ უნდა წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა სოციალური მუშაკების ნაკლებობის პრობლემის აღმოსაფხვრელად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system