თავში

ნათია თურნავა: სირთულეები ერთობლივადაა დასაძლევი

ნათია თურნავა: სირთულეები ერთობლივადაა დასაძლევი
ნათია თურნავა: სირთულეები ერთობლივადაა დასაძლევი

"საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, ესაა პანდემია, რომელსაც ვებრძვით, ეკონომიკური სირთულეები, რაც ერთობლივადაა დასაძლევი და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ოპოზიციაც პასუხისმგებლიანად მოიქცეს და ჩაერთოს მათ შესახებ მსჯელობაში, დებატებში და ერთობლივად ვიმუშაოთ მეათე მოწვევის პარლამენტში", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. 

მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია გამოიჩენს კონსტრუქციულობას და შეასრულებს იმ მისიას, რომელიც საკუთარმა ამომრჩეველმა დააკისრა. 

მეათე მოწვევის პარლამენტი მალე დაიწყებს ფუნქციონირებას. მინდა გამოვთქვა ძალიან დიდი იმედი, რომ ოპოზიცია გამოიჩენს კონსტრუქციულობას და შეასრულებს იმ მისიას, რომელიც საკუთარმა ამომრჩეველმა დააკისრა - შევლენ პარლამენტში და დაუბრუნდებიან საპარლამენტო ცხოვრებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system