თავში

ნათია თურნავა: ტყიბულის შახტები შესაძლოა ახალმა კომპანიამ ჩაიბაროს

ნათია თურნავა: ტყიბულის შახტები შესაძლოა ახალმა კომპანიამ ჩაიბაროს
ნათია თურნავა: ტყიბულის შახტები შესაძლოა ახალმა კომპანიამ ჩაიბაროს

ტყიბულის შახტების მართვა შესაძლოა ახალმა კომპანიამ ჩაიბაროს. ამის შესახებ მეშახტეებს ტყიბულში მყოფმა ეკონომიკის მინისტრმა განუცხადა.

ნათია თურნავას თქმით, გამოჩნდა კომპანია, რომელსაც შახტების მართვის გამოცდილება აქვს. მინისტრი კომპანიის სახელწოდებას არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ კომპანია ქართულია.

ამ წუთებში ნათია თურნავა მინდელის სახელობის შახტში მეშახტეებს ხვდება. კუთვნილი ხელფასების დარიცხვასთან ერთად, მეშახტეები ხელისუფლებისგან ითხოვენ პასუხს კითხვაზე - რა ელოდება მომავალში ტყიბულს?! 

ტყიბულში მეშახტეების აქცია მესამე დღეა გრძელდება. ისინი ხელფასების დროულ ჩარიცხვას მოითხოვენ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system