თავში

ნათია თურნავამ აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავი მიულოცა

ნათია თურნავამ აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავი მიუ
ნათია თურნავამ აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავი მიულოცა

"ჩემთვის დიდი პატივია მქონდეს შესაძლებლობა გულითადად მივულოცო საქართველოს მოძმე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეს ღირსშესანიშნავი ეროვნული თარიღი - დამოუკიდებლობის აღდგენის დღე", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა.

"საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მჭიდრო მეგობრული კავშირები უნიკალურია. ხაზგასასმელია, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ტოპ-ხუთეულშია, მათ შორის, მიმდინარე წლის მონაცემებითაც, მე-4 ადგილს იკავებს. ინვესტიციების მიმართულებით, პანდემიის დაწყებამდე, აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი ინვესტორი ქვეყანა იყო, რომლის ინვესტიციებიც დივერსიფიცირებულია საქართველოს ეკონომიკის ისეთ სექტორებში როგორიცაა ტრანსპორტი და კომუნიკაციები, მშენებლობა, ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ჯანდაცვა და ტურიზმი. შესაბამისად, აზერბაიჯანი საქართველოსთვის როგორც ვაჭრობის ისე ინვესტიციების თვალსაზრისით, ერთერთი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია. ასევე მინდა აღვნიშნო ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის ერთობლივი რეგიონული ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტი, რომლებიც ფრიად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ უფრო ფართოდ - ევრაზიის რეგიონის განვითარების და საერთო სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. ერთობლივი პროექტები უნიკალურია თავიანთი მნიშვნელობით და მზად ვართ კიდევ უფრო აქტიურად შევუწყოთ ხელი მათ სრულფასოვან ფუნქციონირებას და განვითარებას. ხაზგასასმელია, რომ ამ პროექტებმა უზრუნველყო მნიშვნელოვანწილად ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის განმტკიცება და ზრდიან ჩვენი დერეფნის მნიშვნელობას. საქართველო მზად არის გააღრმავოს ურთიერთობები როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციის მიზნით. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული მაღალი დონის სტრატეგიული და კეთილმეზობლური მყარი ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხისა და ქვეყნების საკეთილდღეოდ. ნება მომეცით კიდევ ერთხელ მივულოცო აზერბაიჯანელ ხალხს ეს ღირსშესანიშნავი თარიღი და გისურვოთ მშვიდობა და კეთილდღეობა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system