თავში

ნათია ზოიძე "აჭარის ტელევიზიის" დირექტორის მოადგილის პოსტიდან გადადგა

ნათია ზოიძე "აჭარის ტელევიზიის" დირექტორის მოადგილის პოსტიდან გადადგა
ნათია ზოიძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილის პოსტიდან გადადგა

ნათია ზოიძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილის პოსტიდან გადადგა. ამის შესახებ მან Facebook გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. ზოიძის თქმით, ეს არ არის ნებაყოფლობითი პროცესი. 

"კოხრეიძე [გიორგი] არასასურველ თანამშრომლებს რეორგანიზაციის გზით მაინც ჩამოიცილებს, დაასუსტებს არხის სარედაქციო პოლიტიკას", - აცხადებს ის. 

ზოიძე ამბობს, რომ მუშაობას სხვა ტელევიზიაში გააგრძელებს, სადაც კონსულტაციები უკვე გაიარა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე 22 ნოემბერს გახდა. ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ, მაუწყებლის ბორდის მიერ დირექტორის არჩევის რამდენიმე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. 

თანამშრომლები კოხრეიძეს პროტესტით შეხვდნენ. ზოიძე კი აცხადებდა, რომ მას დევნიან და აშანტაჟებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system