თავში

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა
ნაციონალურმა მოძრაობამ ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.

პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართა.

„პარლამენტის ეს დადგენილება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო სააპელაციო სასამართლოში ჯერ კიდევ არის ვადები და ის აუცილებლად იქნება გასაჩივრებული. ნიკა მელიას უფლებამოსილება უკანონოდ შეუწყვიტეს, ვინაიდან შესაძლებელი იყო, რომ სხვა ინსტანციებს განსხვავებული გადაწყვეტილება მიეღოთ. გარდა ამისა, ეს არის აშკარა პოლიტიკური დევნა და პარტიის ლიდერის განეიტრალება წინასაარჩევნოდ. ყველა დეპუტატი, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, სამარცხვინო სიაში იქნება შეტანილი საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში," - განაცხადა გოცირიძემ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა.

კომიტეტზე კენჭისყრის შემდეგ, რეგლამენტის მიხედვით, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილება პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უნდა ცნოს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ნიკანორ მელიას სადეპუტატო მანდატი 12 დეკმბერს შეუჩერდა.

პლენარულ სხდომამდე, ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შეუჩერა.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევას, 76 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა. მისთვის მანდატის შეწყვეტას პლენარულ სხდომაზე მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა.

ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, სასამართლომ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრს 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, მას ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატების ნაწილი მიიჩნევდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის ჩამორთმევის საფუძველი იყო. ნაწილი კი ფიქრობდა, რომ გადაწყვეტილება პარლამენტს იქამდე არ უნდა მიეღო, ვიდრე სამივე ინსტანციის სასამართლო არ გამოიტანდა განაჩენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system