თავში

NCDC კოვიდინფიცირებულთა კონტაქტებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს

NCDC კოვიდინფიცირებულთა კონტაქტებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს
NCDC კოვიდინფიცირებულთა კონტაქტებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს:

„დარჩით თვითიზოლაციაში ბოლო კონტაქტიდან 12 დღის განმავლობაში; 

ამ პერიოდში არ წახვიდეთ სკოლაში; სამსახურში, საყიდლებზე; 

არ იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით; არ მიიღოთ სტუმრები;

თუ ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობთ, მინიმუმადე დაიყვანეთ საერთო სივრცეებში მათთან შეხვედრა;

თუ ოჯახის წევრებთან შეხვედრა გარდაუვალია, გამოიყენეთ პირბადე და დაიცავით უსაფრთხო დისტანცია - სულ მცირე ერთი მეტრი; 

გაიზომეთ ტემპერატურა დღეში ორჯერ; 

COVID-19-სთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში (ცხელება, ხველება, სუნთქვის გაძნელება) დაუყოვნებლივ დაუკავშირდით 112-ს ან, ოჯახის ექიმს“, - აღნიშნულია რეკომენდაციებში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 15 327-მდე გაიზარდა.

ამოჯანმრთელდა 246 პაციენტი და საერთო რაოდენობა 7 613-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილთა რაოდენობა 124-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system