თავში

NCDC გრიპის ვაქცინაციაზე ინფორმაციას ავრცელებს

NCDC გრიპის ვაქცინაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
NCDC გრიპის ვაქცინაციაზე ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში, სეზონური გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 

NCDC-ის ცნობით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობა გრიპის სეზონს სრულად დაცული შეხვდეს.

"როდესაც ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვი ისევ საგანგაშო ნიშნულზეა, ორმაგად მნიშვნელოვანია, გრიპის სეზონს სრულად დაცულები შევხვდეთ.

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაწყებულია. სახელმწიფომ SANOFI PASTEUR-ის წარმოების 200 000 ვაქცინა უკვე შეიძინა. 

ვაქცინები საქართველოს ყველა რეგიონში გადანაწილდება და მისი მიღება რისკჯგუფებში შემავალ ადამიანებს უკვე შეუძლიათ. 

ამისთვის კი საჭიროა მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ:

✔️ ორსულებს;

✔️ დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ ადამიანებს;

✔️ დიაბეტის მქონე ადამიანებს;

✔️ მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფ პირებს;

✔️ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მყოფ ბავშვებს;

✔️ C ჰეპატიტის და აივ ინფექციის მქონე პირებს;

✔️ 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს;

✔️ პედაგოგებსა და საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელებს;

✔️ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურების თანამშრომლებს;

✔️ პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე თანამშრომლებს;

✔️ ჯანდაცვის პერსონალსა და ვეტერინარებს.

მეტი ინფორმაცია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მიიღეთ ჩვენს ვებ გვერდზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system