თავში

NCDC ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

NCDC ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
NCDC ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. როგორც NCDC - ში განმარტავენ, ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები თბილისის გარდა უკვე ბათუმსა და რუსთავშიც ხელმისაწვდომია.

მათივე ცნობით, ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ.

ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ყოველდღე 10:00-დან – 20:00-მდე იმუშავებენ:

თბილისი:

✅ საბურთალო - სითი მოლი (ვაჟა–ფშაველას გამზირი #70, ღია ავტოსადგომის ტერიტორია "სითი გარდენის" მიმდებარედ)

✅ გლდანი - სითი მოლი – (ი. ვეკუას #1, ღია ავტოსადგომის ტერიტორია, მუხიანის მხარეს)

✅ სამგორი - ისთ ფოინთი - (ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა, ზედა ავტოსადგომი)

✅ სამგორი - (ორხევი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორია)

✅ ავჭალა - (ლიბანის ქ. 23, პოლიციასთან)

✅ მუხიანი - (ნ. დუმბაძის გამზირი, პოლიციასთან, კორპუსი N5)

რუსთავი:

✅ ჭყონდიდელის დასახლება (რჩეულიშვილის N9-სუპერმარკეტი მადაგონის წინ)

✅ მე-12 მკ/რნ, N24 - 23ე საშუალო სკოლის წინ

✅ მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, სუპერმარკეტი მადაგონის წინ 

ბათუმი:

✅ ინასარიძის ქუჩა, სავაჭრო ცენტრ "ვილმარტის" მიმდებარე ტერიტორია

✅ ე.წ. "ხოფის" ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია

✅ ე.წ. "ოცნების ქალაქის"მიმდებარე ტერიტორია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system