თავში

უამინდობა შენარჩუნდება

უამინდობა შენარჩუნდება

1 ნოემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით უამინდობა შენარჩუნდება. ნალექთან ერთად სინოპტიკოსები ტემპერატურის ვარდნას პროგნოზირებენ. იწვიმებს დედაქალაქში, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება.

ბათუმში წვიმა და +18 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანი ამინდია ზუგდიდშიც, სადაც +16 გრადუსი სითბო იქნება. +16 გრადუსი და წვიმა იქნება ქუთაისშიც.

ნალექიანი ამინდი იქნება თელავშიც. ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსამდე დაეცემა. ლაგოდეხში +17 გრადუსი იქნება, სიღნაღში კი +14 გრადუსია მოსალოდნელი.

თოვლჭყაპი იქნება მესტიაში, ჰაერი +6 გრადუსამდე დაეცემა. ცაგერში +10, ბახმაროში კი მოთოვს და +4 გრადუსი სითბო იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system