თავში

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეების მისაღებსა და ხალხმრავალ თავშეყრის ადგილებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ატარებს ყველა ღონისძიებას, როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, მათ შორის განხორციელდა თანამშრომელთა ინფორმირება ვირუსის პრევენციის მიზნით პირადი ჰიგიენისა და საერთო სამუშაო სივრცის მოვლის შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული.

კარანტინის რეჟიმში 298 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 46 პირი რჩება.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system