თავში

182 ახალი შემთხვევა - სად რამდენი ინფიცირებულია - VIDEO

182 ახალი შემთხვევა - სად რამდენი ინფიცირებულია - VIDEO
182 ახალი შემთხვევა - სად რამდენი ინფიცირებულია - VIDEO

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 182 შემთხვევიდან ყველაზე მეტი აჭარაში დადასტურდა.

„182 შემთხვევიდან აჭარა არის - 129, აქედან, ბათუმი -114,  ქობულეთი - 11, ქედა -3, შუახევი -1. თბილისი - 34, იმერეთი - 11, ქვემო-ქართლი  - 4, გურია -3 და კახეთში - 1 შემთხვევაა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში ჯამურად 1 657 პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 3119-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და ჯამში 1435-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system