თავში

ქუთაისის "სპეცსერვისები" მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული - PHOTO

ქუთაისის "სპეცსერვისები" მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული - PHOTO
ქუთაისის სპეცსერვისები მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული - PHOTO

ისევე როგორც უამრავი სხვა სამსახური და დაწესებულება, ქუთაისის „სპეცსერვისებიც“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ტექნიკური პერსონალი სრულად აღიჭურვა სპეციალური უნიფორმებით. ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სპეციალური ეკიპირების დეზინფექცია ყოველდღიურ რეჟიმში ხდება. 

,,სპეცსერვისებში" სამუშაო პირობებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე-მერ დავით ერემეიშვილთან ერთად გაეცნო და ტექნიკურ პერსონალს გაესაუბრა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, შრომითი უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან კომპანიაში მკაცრად კონტროლდება ყველა სავალდებულო წესის დაცვა და აუცილებელი პროცედურები, რათა თანამშრომლებმა დაკისრებული მოვალეობების შესრულება უსაფრთხო გარემოში შეძლონ. 

„სპეცსერვისები“ ის სამსახურია, რომლის თანამშრომლებიც სახლში ვერ დარჩებიან. ისინი მუშაობენ ჩვენი თანაქალაქელებისთვის. ტექნიკური პერსონალი ჩვენ სრულიად ახალი უნიფორმებით და სპეციალური ეკიპირების საშუალებებით მოვამარაგეთ, რომ ამ ადამიანებმა უსაფრთხოდ შეასრულონ თავიანთი საქმე", - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system