თავში

ნიადაგის ნაყოფიერების მართვის შესახებ მეცნიერებმა საჯარო მოხელეებთან ერთად იმსჯელეს

​ნიადაგის ნაყოფიერების მართვის შესახებ მეცნიერებმა საჯარო მოხელეებთან
ნიადაგის ნაყოფიერების მართვის შესახებ მეცნიერებმა საჯარო მოხელეებთან ერთად იმსჯელეს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, კონფერენცია „საქართველოს ნიადაგები მსოფლიო ნიადაგების ჭრილში” გაიმართა. შეხვედრაზე ნიადაგის ნაყოფიერების ეფექტიანი მართვის და ნიადაგის დაცვის შესახებ იმსჯელეს. ასევე, განიხილეს თუ როგორ უნდა იყოს ფორმირებული მიწის ბაზარი.

კონფერენციას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ნიადაგის დეგრადაციის გამომწვევ ფაქტორებსა და მათთან ბრძოლის ღონისძიებებზე ისაუბრა.

„ნიადაგის დაცვა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან საქართველოში ნიადაგის მდგრადი გამოყენება სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების მთავარი რეზერვი და მდგრად გარემოში ცხოვრების წინაპირობაა. საქართველოსთვის მიწის დეგრადაცია არა მარტო ეკოლოგიური, არამედ სოციალური და ეკონომიკური პრობლემაა“, - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system