თავში

ნიაგარას ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდება

ნიაგარას ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდება
ნიაგარას ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად კანადაში ნიაგარას ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდება. ამის შესახებ ინფორმაციას კანადაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საელჩომ, კანადელ პარტნიორებთან ერთად, დაგეგმა რამდენიმე ღონისძიება.

"26 მაისს, ოტავას დროით საღამოს 9:45 საათზე, კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარას ჩანჩქერი პირველად ქართული დროშის ფერებში განათდება.

კანადის მხარის ეს გადაწყვეტილება ემყარება ჩვენს საელჩოსა და ნიაგარას რეგიონს შორის ჩამოყალიბებულ ახლო საქმიან ურთიერთობებს. 

ნიაგარას ჩანჩქერის საქართველოს დროშის ფერებში განათებას საელჩო თავის Facebook-ის გვერდზე პირდაპირი ჩართვის მეშვეობით გააშუქებს", - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system