თავში

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა იკრძალება

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა იკრძალება
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა იკრძალება

6 სექტემბერს ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ Report.ge-ს საქართველოს რეგინული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. მიზეზად „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით დაგეგმილ აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატს ასახელებენ.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ11-კმ19 მონაკვეთზე „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2020 წლის 6 სექტემბერს, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”,-აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system