თავში

ნიღბის ტარებით რეგიონში საქართველოს მხოლოდ სომხეთი ჩამორჩება

ნიღბის ტარებით რეგიონში საქართველოს მხოლოდ სომხეთი ჩამორჩება
ნიღბის ტარებით რეგიონში საქართველოს მხოლოდ სომხეთი ჩამორჩება

 „ჰელს მეტრიკის“ თანახმად, სოფლიოში პირბადის ტარების მაჩვენებელი საშუალოდ 62%-ია. ისრაელში, სადაც „ფაიზერით“ ერთჯერადი იმუნიზაცია ქვეყნის მცხოვრებთა 50%-მა, სრული, ორჯერადი კურსი კი თითქმის მთელმა მოსახლეობამ ჩაიტარა, ნიღაბს მოქალაქეთა 78% ატარებს. თითქმის იდენტურია ეს მონაცემი შეერთებულ შტატებში. რაც შეეხება, რეგიონის ქვეყნებს, ნიღბის ტარების მაჩვენებელი საქართველოზე დაბალი, 38% აქვს სომხეთს, საქართველოში ნიღაბს მოსახლეობის 43%-ი ატარებს, ხოლო აზერბაიჯანში 78%, მოსახლეობის 85% ატარებს ნიღბებს თურქეთში.

როგორც jandacva.ge წერს, აღნიშნულ მაჩვენებელს ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი (ჰელს მეტრიკი) სპეციალური აეროგადაღების ტექნოლოგიით ზომავს. ბოლო რამდენიმე კვირაა, საქართველოში ეს მონაცემი 43%-მდეა შემცირებული, რაც, სპეციალისტთა შეფასებით, დაბალი მაჩვენებელია. კორონავირუსის ეპიდემიის პიკურ პერიოდში ეს მონაცემი 75%-ს აღწევდა, შემდგომ კი თანდათანობით ქვემოთ ჩამოვიდა.

ინფექციონისტების განმარტებით, თუ მოსახლეობამ დაცვის ეს საშუალება არ გამოიყენა, დღის წესრიგში კვლავ დადგება წერტილოვანი შეზღუდვების ამოქმედება. ეს კი, ეკონომისტების პროგნოზებით, დამატებით ათიათასობით ადამიანს უმუშევრობად დაუჯდება.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 279 446 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 307 პაციენტი. სულ ქვეყანაში კორონავირუსისგან განიკურნა 271 585 ადამიანი. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 6 პაციენტი. სულ საქართველოში ვირუსს ემსხვერპლა 3 738 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 29341, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 18964, PCR ტესტით - 10377

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,43%, ბოლო 14 დღის - 1,6%, ბოლო 7 დღის - 1,89%

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system