თავში

ნიკა გვარამია პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს

ნიკა გვარამია პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს
ნიკა გვარამია პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს. 

ამის შესახებ ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შიმშილობის 35-ე დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა.

"რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადებას, მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუციის პოზიცია, თუმცა ჩვენთვის ამ პოზიციას არ გამოხატავს საპატრიარქოს არც ერთი სპიკერი და არ გამოხატავს არც მეუფე შიო, ან ვინმე სხვა.

მე პირადად, ნიკა გვარამია ვითხოვ საქართველოს პატრიარქთან პირადად შეხვედრას ყოველგვარი შუამავლების გარეშე და მინდა მისი ინფორმირება და მინდა მოვისმინო მისი პოზიცია პირადად.

კიდევ ერთხელ, ყოველგვარი შუამავლების, ყოველგვარი სპიკერების და ამბიონიდან მოქადაგეების გარეშე. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს სანდოობა ამ ადამიანების მიმართ და არ მივიჩნევთ, რომ ისინი ადეკვატურად და კეთილსინდისიერად გამოხატავენ საქართველოს პატრიარქის პოზიციას.

ეს არის პირადად თხოვნა პატრიარქისადმი. ჩვენი ურთიერთობები წლების განმავლობაში ნამდვილად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მე და ის პირადად შევხვდეთ სანდო ვითარებაში და მისთვის სასურველ დროს, ადგილას და პირობებში" - ამბობს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 35-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system