თავში

ნიკა გვარამიას მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ გამოკითხავენ

ნიკა გვარამიას მიხეილ სააკაშვილის შესაძლო
ნიკა გვარამიას მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ გამოკითხავენ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, ნიკა გვარამიას იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენელი გაესაუბრება. ამის მიზეზი გვარამიას დღევანდელი განცხადებაა, რომლითაც მან ციხეში შესაძლო ბუნტისა და მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციის შესახებ ისაუბრა. 

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის განცხადებით, გამომძიებელი გვარამიას ხვალ გამოკითხავს. 

ნიკა გვარამიას ცნობით, N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვის მინიმალური გარანტია არ არსებობს და მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას იმიტირებული ბუნტი იგეგმება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system