თავში

ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება

ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება
ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება

ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. 

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ტელეკომპანია მარეგულირებელი კომისიის მიერ გამოწერილ ჯარიმას არ გადაიხდის და ფაქტს გაასაჩივრებს. 

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ამბობს, იმასაც, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება უკანონოა და ის "ივანიშვილის პირადმა ცენზორებმა" მიიღეს. მისივე თქმით, ხვალიდან, "მთავარი არხის" ეთერში გავა კლიპი მარეგულირებელი კომისიის თანამშრომლებზე, სახელწოდებით: "იცნობდეთ თავისუფალი სიტყვის ჯალათებს და ბიძინა ივანიშვილის პირად ცენზორებს".

"გვინდა განცხადება გავაკეთოთ ჩვენი მედიის პრაქტიკულად დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. დღეს, მარეგულირებელმა კომისიამ ჩათვალა და მიიღო უპრეცენდენტო ოდენობის ჯარიმის გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის 112 ათასი ლარი. აქამდე რეკორდი იყო 58 ათასი ლარი და ეგეც ჩვენ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება იყო, თუ გახსოვთ, მაშინ შალვა რამიშვილის და ლაშა ნაცვლიშვილის საუბარი იყო, ახლა უკვე ამ ორ კლიპთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება. უფრო სწოად, მანამდე მიიღეს, "გაათავისუფლე მიშას" გამო გადაწყვეტილება, მიმართეს სასამართლოს და სასამართლომ უარი თქვა. ხვალ 14:00 საათზე პროცესია ჩანიშნული მიშას კლიპებთან დაკავშირებით.

დღეს აბსოლუტურად უკანონოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება 2 კლიპის გამო. პირველი - "სირცხვილიას" კლიპი, არ არის ჩვენი პროდუქტი, მოტანილ იქნა როგორც სოციალური რეკლამა და აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის ყველა პარამეტრს. ამით შეიზღუდა არამხოლოდ მედიის უფლება, არამედ შეიზღუდა არასამთავრობო სექტორის გამოხატვის უფლებაც. მეორე კლიპი იყო, გახსოვთ ალბათ, "კლავს". ერთი იყო პოლიტიკოსებზე, რომლებიც სააკაშვილზე საუბრობდნენ, მეორე იყო ციხის ადმინისტრაციაზე.

აღნიშნული კლიპები ხელისუფლებამ ჩათვალა და კომისიამ ჩათვალა პოლიტიკურ, წინასაარჩევნო კლიპებად. ვაცხადებ პირდაპირ, წინასაარჩევნო რეკლამა ემსახურება სხვისი არჩევის მიზნით მეორე პოლიტიკური ძალის ანტირეკლამას. ესეც შეიძლება ჩაითვალოს. მე ვკითხულობ - ვისი არჩევის ან რომელი არჩევნები მიმდინარეობს ახლა საერთოდ. ან ვისი არჩევის მოტივაციით იყო ახლა ეს. მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოს საარჩევნო სუბიექტი. შესაბამისად, ფორმალურადაც და მატერიალურადაც, აბსოლუტურად მცდარია ეს გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს ერთადერთს, ჩვენი სამოქალაქო და სარედაქციო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვას.

ეს არის ცენზურის გადაწყვეტილება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system