თავში

ნიკა კვარაცხელიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ნიკა კვარაცხელიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს
ნიკა კვარაცხელიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს

თბილისში მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს და მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახებს მიმართავს.

კვარაცხელიას ოჯახი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბრალდებულებს ჩაბარებისკენ. ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთმა, შესაძლოა, ბრალდებულების ლიკვიდაციაც განახორციელოს. 

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, გამოძიების მიერ დადგენილ იქნა ორი პიროვნების ვინაობა, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრათ პატიმრობა. შესაბამისად, მიმდინარეობს მიმალვაში მყოფ პირთა ძებნა.

ჩვენ, კატეგორიულად გამოვრიცხავთ ნიკოსა და ამ საქმეზე ბრალდებულთა შორის რაიმე ბანალური მიზეზით კონფლიქტის არსებობასაც კი, რადგან ნიკო საერთოდ არ იცნობდა მათ. მოვუწოდებთ აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის ოჯახებს დაუყოვნებლივ გადასცენ მათი დამნაშავე შვილები სამართალდამცავ ორგანოებს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორცილებაზე ხელშეშლისა და მკვლელობის რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, დამკვეთმა მოახდინოს მათი ლიკვიდაცია", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system