თავში

ნიკა მელია სასამართლოში "შმაქსით" მივიდა

ნიკა მელია სასამართლოში "შმაქსით" მივიდა
ნიკა მელია სასამართლოში შმაქსით მივიდა

ნაცინალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლოში „შმაქსით“ მივიდა. დეპუტატის თქმით, ის ამ გზით "შამქსს" პოპულარიზაციას უკეთებს. 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, "გირჩის" ახალი საგანმანათლებლო პროექტი "შმაქსი" მნიშვნელოვანია, რადგან ის ადამიანების თავისუფლებას ემსახურება. 

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას პირველი სასამართლო სხდომა იმართება. დეპუტატის თქმით, სასამართლო სხდომაზე მისი ადვოკატები სამაჯურის მხოსნის შუამდგომლობას დააყენებენ. 

ნიკანორ მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება ეკრძალება. ეს შეზღუდვა მის საპარლამენტო საქმიანობასაც შეეხო. დეპუტატზე ელექტრონული მონიტორინგია დაწესებული და ის შესაბამის სამაჯურს ატარებს. 

„გირჩმა“ ტაქსების რეფორმის საპასუხოდ საზოგადოებას „შმაქსები“ შესთავაზა. 

როგორც ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, „შმაქსში“ გაწევრიანებული იქნებიან მასწავლებლები, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ და მსურველებს „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტში გადაიყვანენ, ამავდროულად მათ გირჩის იდეებს გააცნობენ თავისუფლებას შესახებ. მგზავრობის საფასური კი, მიღებული ინფორმაციის მიხედვით გაიზომება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system