თავში

ნიკა რურუას ძმა "მთავარი არხის" მეწილე გახდა

ნიკა რურუას ძმა "მთავარი არხის" მეწილე გახდა
ნიკა რურუას ძმა მთავარი არხის მეწილე გახდა

ნიკა რურუას ძმამ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ 2.5% წილი იყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი და ამჟამად ტელეკომპანია „მთავარი არხის“ 51%-ის მფლობელმა ნიკა გვარამიამ დაადასტურა. როგორც ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“ წერს, გიორგი რურუა „მთავარში“ 250 ათასი დოლარის ინვესტიციას ჩადებს.

„პირველი ინვესტიციაც ავწიეთ: 2.5% გაიყიდა და გვყავს ახალი მინორიტარი მეწილე გიორგი რურუა. გამყიდველს არაფერი, ტელევიზიას - 250 ათასი დოლარი შენატანი კაპიტალში!ესეც, ასე! დავიწყეთ“-წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუამ „მთავარი არხის“ მეწილისგან, კახა ანჯაფარიძისგან 2.5%-იანი წილი იყიდა, რაშიც, 2 500 ლარი გადაიხადა. სანაცვლოდ გიორგი რურუამ აიღო ვალდებულება და წილის რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში არხის საწესდებო კაპიტალში 250 000 აშშ დოლარი შეიტანა

არხის შექმნის შემდეგ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტს, 51%-იანი წილით, „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ფლობს, ხოლო 49%-ს კახაბერ ანჯაფარიძე.

ამ გარიგების შემდეგ, 46.5%-ს კახა ანჯაფარიძე ფლობს, გიორგი რურუა 2.5%-ს, ხოლო ნიკა გვარამია ისევ 51%-იანი წილის მფლობელად რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system