თავში

ნიკო კვარაცხელიას დედა წერილს ავრცელებს და მის მკვლელობაში მონაწილეებს მიმართავს

ნიკო კვარაცხელიას დედა წერილს ავრცელებს და
ნიკო კვარაცხელიას დედა წერილს ავრცელებს და მის მკვლელობაში მონაწილეებს მიმართავს

16 ოქტომბერს მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა წერილს ავრცელებს. ის მიმართავს მისი შვილის მკვლელობაში ნებისმიერი ფორმით ჩართულ ადამიანებს და საზოგადოებას. 

ხვალ ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალებიდან 40 დღე გადის. 

"გავკადნიერდები და ლოცვით შემოგევედრები ღვთისმშობელო. 40 დღე გადის და ხვალ ჩემი ნიკო ღვთის მოშიში, ერთგული და ღირსეული შვილი ზეცაში სამუდამო სამყოფელს დაიმკვიდრებს. შეიფარე მისი შეურყვნელი სული, უწინმძღვრე და მოუშუშე ნაიარები, სითბო და მფარველობა არ მოაკლო, 22 წელი სიყვარულსა და სითბოში გაზრდილ შვილს მხოლოდ ღმერთის, ადამიანებისა და სამშობლოს სიყვარულს, თანადგომას და მეგობრობას ვასწავლიდით. რას წარმოვიდგენდით, რომ ასეთი ნიკო ეშმაკის მიერ დაბრმავებული, დამონებული, წაქეზებული, სისასტიკეს, ბოროტებას და შურს დამორჩილებული ადამიანების მსხვერპლი გახდებოდა.

მკვლელების ნაცვლადაც ვლოცულობ და შემოგვედრებთ, გთხოვ, სინანული მიმადლე, იმ საბრალო, ბოროტებით დაბრმავებულ ადამიანებს, სინანული მიმადლე მათ დედებს, რომლებმაც შვილებს სიყვარული ვერ ასწავლეს.

სამძიმარს ვუცხადებ, ჩემი შვილის მკვლელობაში რაიმე ფორმით მონაწილე ოჯახებსაც, ვწუხვარ, ნამდვილად ვწუხვარ, რომ თქვენი გულებიდან სიკეთე, სიყვარული განდევნეთ! თქვენი განმსჯელი ამქვეყნად კანონი და ზეცაში ღმერთია!

ნიკო, შენი მშობლები მარადიული ცხოვრებისთვის ვემზადებით! ახლა შენ გვასწავლი და გვზრდი, ჩემო ანგელოზო, რადგან ისევ გავხდეთ შენთან შეხვედრის ღირსი!

ღვთისმშობელს და იესო ქრისტეს ებარებოდე დე!

ღვთისმშობელო მარიამ, ზეცაში ნიკოს გაბარებ, ამქვეყნად კი ყველას შვილი დაულოცე და შენი კალთა გადააფარე!", - წერია ნიკო კვარაცხელიას დედის წერილში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system