თავში

ნიკოლოზ გამყრელიძემ ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა

ნიკოლოზ გამყრელიძემ ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა
ნიკოლოზ გამყრელიძემ ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა. 

გამყრელიძემ "ასტრაზენეკას" ვაქცინა იაშვილის სახელობის საავადმყოფოში გაიკეთა. 

როგორც მან აცრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ორივე ვაქცინა ეფექტური და უსაფრთხოა. 

"ორივე ვაქცინა ძალიან კარგია, ორივეზე მაქვს დეტალური ინფორმაცია, ამიტომ, მერწმუნეთ, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელს გავიკეთებდი, მომიწია აცრა "ასტრაზენეკათი" და გავიკეთე "ასტრაზენეკა" - განაცხადა გამყრელიძემ. 

ცნობისთვის, ნიკოლოზ გამყრელიძემ კორონავირუსი ჯერ კიდევ ე.წ პირველი ტალღის დროს გადაიტანა

კორონავირუსზე ასაცრელთა ასაკობრივი ჯგუფი გაფართოვდა. ამასთან, ვაქცინას მიიღებენ დიალიზზე მყოფი პაციენტები.

30 მარტს საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყო. ამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც, ხოლო უახლოეს მომავალში ასაკობრივი ზღვარი 55 წლამდე დაიწევს. რეგისტრაციის დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.

Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. მანამდე კი 13 მარტს, ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო.

ვაქცინაციისთვის მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე.

სად და როგორ დავრეგისტრირდეთ ვაქცინაციისთვის - ინსტრუქცია

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system