თავში

ნინო ქათამაძე: ხვალ ჩვენი ფასეულობების ბრძოლის დღეა

ნინო ქათამაძე: ხვალ ჩვენი ფასეულობების ბრძოლის დღეა
ნინო ქათამაძე: ხვალ ჩვენი ფასეულობების ბრძოლის დღეა

"ფანჯრები გააღეთ, დარაბები გახსენით, აივნებიდან ყვავილები შემოგვაგებეთ", - ასე მიმართა მომღერალმა ნინო ქათამაძემ საზოგადოებას Facebook-ის საშუალებით და ხვალინდელ აქციაზე მონაწილეობისკენ მოუწოდა. 

მისი თქმით, ეს დღე ფასეულობების ბრძოლის დღეა. 

"ჩვენვე უნდა გადავწყვიტოთ როგორი ცხოვრება გვინდა. შვილების ბედნიერებით განათებული ქვეყანა, ფერადი სახლები, ყვავილებით სავსე ქუჩები, მუსიკით და ლექსებით სავსე საღამოები..თუ, ნაცრისფერი კედლები, უბედური მშობლები, გაძარცვული სახლები, ბნელი ღამეები, მკვდარი ყვავილები.. ხვალ, ჩვენი ფასეულებების ბრძოლის დღეა. თუ ვერ შეძლებთ მოსვლას, ფანჯრები გააღეთ, დარაბები გახსენით, აივნებიდა ყვავილები შემოგვაგებეთ", - წერს ნინო ქათამაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system