თავში

ნინო ლომჯარია გავრცელებულ აუდიო-ჩანაწერებს ეხმაურება

ნინო ლომჯარია გავრცელებულ აუდიო-ჩანაწერებს ეხმაურება
ნინო ლომჯარია გავრცელებულ აუდიო-ჩანაწერებს ეხმაურება

"წლებია საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტების თუ სხვა მხრივ არასასურველი ადამიანების მორალური განადგურების, მათი დისკრედიტაციის თუ საქმიანი რეპუტაციის შესალახად ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია", - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათის" სატელევიზიო ანონს, რომლის მიხედვითაც, ბერა ივანიშვილი სახელმწიფო სტრუქტურებს მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების დევნას სთხოვდა.

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ საზოგადოება უშედეგოდ ითხოვს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროულ და ობიექტურ გამოძიებას და შესაბამისი პირებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. 

"სამწუხაროდ, არც ერთ მსგავს შემთხვევაში არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება, რაც საზოგადოების თითოეულ წევრს კიდევ უფრო დაუცველს ხდის მომავალში მსგავსი უკანონო და მიუღებელი პრაქტიკისგან.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ და სხვა შემთხვევებშიც, მხოლოდ ეფექტურად ჩატარებული გამოძიების, ჩანაწერების ავთენტურობისა და ნამდვილობის დადგენის შემდეგ შეიძლება შეფასდეს - შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც ცალკე გამოძიების საგანს უნდა წარმოადგენდეს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system