თავში

ნინო ნიჟარაძე: აჭარაში ეპიდსიტუაცია რთულია

ნინო ნიჟარაძე: ​აჭარაში ეპიდსიტუაცია რთულია
ნინო ნიჟარაძე: აჭარაში ეპიდსიტუაცია რთულია

ეპიდსიტუაცია არის რთული და მომდევნო დღეებში შემთხვევების იმავე რაოდენობით მატებას ველოდებით, - მის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის აჭარაში 600 საწოლია მობილიზებული.

"აჭარაში ეპიდსიტუაცია არის რთული და მომდევნო დღეებში შემთხვევების იგივე რაოდენობით მატებას ველოდებით, რამდენიმე დღის შემდეგ კი კლებას. მოსახლეობაც უნდა დაგვიდგეს გვერდით და დაიცვას არსებული რეკომენდაციები. ამ დროისთვის აჭარაში 600 საწოლია მობილიზებული, ხდება ავადმყოფების დიფერენციაცია, ამის მიხედვით ნაწილდებიან ისინი კლინიკებსა და სასტუმროებში. 

მუდმივად ხდება გადაადგილებები კლინიკებიდან სასტუმროებში. ნაწილი პაციენტებისა გამოჯანმრთელდა, ამიტომ არსებული საწოლფონდი სრულიად ადეკვატური რაოდენობაა იმ საჭიროებისთვის, რაც დღეს აჭარაში არსებობს," - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system