თავში

ნინო ნიჟარაძე: მოსახლეობა უნდა დარჩეს სახლში

ნინო ნიჟარაძე: მოსახლეობა უნდა დარჩეს სახლში
ნინო ნიჟარაძე: მოსახლეობა უნდა დარჩეს სახლში

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან მარტივი რეკომენდაციები და აუცილებელი საჭიროების გარეშე არ დატოვონ სახლები.

მისივე თქმით, მოკლევადიან შემაკავებელი ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს და მოსახლეობამ ეს მინიმალური შეზღუდვები უნდა გაითვალისწინოს.

"ვერ დადგება უნივერსალური შედეგი, თუკი მოსახლეობაც არ მოინდომებს. აქამდე მიმდინარე რეგულაციებმა, ვნახეთ, შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომაც დაწესდა მინიმალური შეზღუდვები, ეს არის მოკლევადიანი შემაკავებელი ღონისძიებები, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა მეტი ჯანმრთელი ადამიანი შენარჩუნდეს. მოსახლეობა უნდა დარჩეს სახლში, უნდა შემცირდეს მობილობა აუცილებელი საჭიროების გარდა და ეს პრობლემა მოკლე ვადაში იქნება დასრულებული," - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system