თავში

ნინოწმინდაში ქალს მეხი დაეცა

ნინოწმინდაში ქალს მეხი დაეცა
ნინოწმინდაში ქალს მეხი დაეცა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეში ქალს მეხი დაეცა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა იგი საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავი" წერს.

40 წლამდე ასაკის ქალი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს და კლინიკიდან უკვე ბინაზე გაეწერა. არსებული ინფორმაციით, მას მარჯვენა ზედა კიდურზე სისხლჩაქცევები აღენიშნება.

ნინოწმინდაში მეხის ჩამოვარდნამ ათამდე ოჯახი დააზარალა.

უკვე ორი დღეა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უამინდობაა. დაისეტყვა რამდენიმე სოფელი, რის შედეგადაც მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system