თავში

"ნინოწმინდის პანსიონში სექსუალურ ძალადობას გამოვრიცხავ" - ანდრია ჯაღმაიძე

"ნინოწმინდის პანსიონში სექსუალურ ძალადობას გამოვრიცხავ" - ანდრია ჯაღმაიძე
ნინოწმინდის პანსიონში სექსუალურ ძალადობას გამოვრიცხავ - ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობას არ გამორიცხავს, თუმცა დაწესებულებაში სექსუალურ დანაშაულს კატეგორიულად გამორიცხავს.

"გამოვრიცხავ, რომ იქ სექსუალურ ძალადობაზე რაიმე საფუძველი არსებობდეს. ერთადერთი საქმე, რომელიც 2016 წლიდან მიმდინარეობს, ეს საქმე მიმდინარეობს ისე, რომ არ არის გამოკვეთილი არც დაზარალებული, არც ბრალდებული და არც ვინმეზეა სამართლებრივი დევნა. ამის უტრირება მოხდა, მუდმივად ტრიალებდა ეს თემა. საქმე, რომელიც აღიძრა განცხადებაზე, რომელზეც არანაირი დასაბუთება არ აქვს. არცერთი საქმე როგორც ირკვევა, არ იხსნება, ეს საქმეები აღძრულია იმის გამო, რომ რიგ განცხადებებზე ვალდებულება აქვს შსს რომ აღძრას," - განაცხადა ჯაღმაიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.

ცნობისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system