თავში

ნინოწმინდის პანსიონს 20-მდე აღმზრდელი ტოვებს

ნინოწმინდის პანსიონს 20-მდე აღმზრდელი ტოვებს
ნინოწმინდის პანსიონს 20-მდე აღმზრდელი ტოვებს

ნინოწმინდის პანსიონში, სადაც 40-მდე აღმზრდელი იყო, მხოლოდ 19 მათგანი დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს პანსიონის ახალმა მმართველმა, მეუფე იაკობმა მიაწოდა. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე 19 აღმზრდელზე მეტის მუშაობის საჭიროება პანსიონში არ არსებობს, რადგან აღსაზრდელთა ნაწილი პანსიონიდან გაყვანილია, ხოლო სამომავლოდ მცირე ტიპის სახლების მოწყობა იგეგმება. 

მეუფე იაკობი არ აკონკრეტებს, გათავისუფლებული აღმზრდელები ფიგურირებენ თუ არა აღსაზრდელების მიმართ ძალადობის შესაძლო შემთხვევებში. 

"დროებით მიდიან, ასე ვთქვათ, შვებულებაში. გადავხედავ და მივიღებ გადაწყვეტილებას. ვინც უნდა დარჩეს - დარჩება, ვინც წასასვლელია - წავა. გადავხედე რაღაც საქმის მასალებს და გადავწყვეტ" - თქვა მეუფე იაკობმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system