თავში

ნინუცა მაყაშვილზე შესაძლო ძალადობას სახალხო დამცველი შეისწავლის

ნინუცა მაყაშვილზე შესაძლო ძალადობას სახალხო დამცველი შეისწავლის
ნინუცა მაყაშვილზე შესაძლო ძალადობას სახალხო დამცველი შეისწავლის

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მსახიონ ნინუცა მაყაშვილის მიერ ოჯახში შესაძლო ძალადობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას და ეხმაურება.

ომბუდსმენის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების ნაწილი კვლავ არ არის სოლიდარული ძალადობის მსხვერპლ ქალთა მიმართ, აღნიშნულზე ღიად საუბარი დიდ გამბედაობასა და სიმამაცეს მოითხოვს. 

"საზოგადოების დიდი ნაწილის სოლიდარობის მიუხედავად, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით არაერთი დისკრიმინაციული განცხადება გაკეთდა, მათ შორის საჯარო პირების მხრიდან. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას, პარლამენტის წევრის ელისო ბოლქვაძის და სხვათა კომენტარები, ქალის ფინანსურ ინტერესსა თუ საჯაროდ დაგვიანებით საუბართან დაკავშირებით. ასეთი განცხადებები აკნინებს ძალადობის ფენომენის სერიოზულობას და მსხვერპლებს საზოგადოების მხარდაჭერის და ძალადობისგან თავის დაღწევის რწმენას უკარგავს.

აქართველოს სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია საგამოძიებო უწყებების მხრიდან ეფექტიანი რეაგირება, რათა სავარაუდო დანაშაულს პასუხი კანონის ფარგლებში გაეცეს. ამასთან, მოუწოდებს საზოგადოებას და განსაკუთრებით საჯარო პირებს, თავი შეიკავონ ძალადობის წამახალისებელი, მისი მნიშვნელობის დამაკნინებელი და დისკრიმინაციული განცხადებებისგან. სახალხო დამცველის აპარატი, მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შეისწავლის აღნიშნულ შემთხვევას და მასზე შესაბამისი უწყებების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას", - ნათქვამია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system