თავში

ფოთში "ლუგარიდან" 25 ადამიანის ანალიზის პასუხი მიიღეს

ფოთში "ლუგარიდან" 25 ადამიანის ანალიზის პასუხი მიიღეს
ფოთში ლუგარიდან 25 ადამიანის ანალიზის პასუხი მიიღეს

ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 25 ადამიანის კვლევის შედეგები ცნობილია. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, 25 გამოკვლეულიდან, ორი ცხელების ცენტრის პაციენტია, ერთი ჰოსპიტალის, დანარჩენები კი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები არიან. 

"მათი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაიგზავნა. რაც შეეხება პაციენტებს ერთი წლისა და 4 თვის ბიჭია, მეორე კი 11 წლის ბიჭია ხობიდან. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - ნანა მხეიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system