თავში

როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია

როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია
როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია

პანდემიის ზრდის ტემპს თუ დავაკვირდებით, იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც COVID-19-ით არის ინფიცირებული, მალე მილიონნახევარს მიაღწევს. იმისთვის, რომ გავრცელების ტემპი შენელდეს, უამრავი ქვეყანა კარანტინის რეჟიმშია გადასული და მოსახლეობას სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს. ბუნებრივია, ასეთ დროს მთავარი კითხვაა - როდის შეიძლება დასრულდეს "ახალი კორონავირუსის" პანდემია? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისეთი მარტივია იმ პირობებში, როდესაც ვირუსი ჯერ კიდევ ახალია და მის შესახებ მეცნიერებამ ბევრი არაფერი იცის. ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია ალბათობაზე, შეიძლება თუ არა, რომ ვირუსი მეორედ შეეყაროს განკურნებულ ადამიანს და იმაზე - როდის იქნება ვაქცინა მზად. 

კითხვაზე, არსებობს თუ არა ხელმეორედ ინფიცირების საფრთხე, მეცნიერებს მკაფიო პასუხი ჯერ არ აქვთ. არსებობს მხოლოდ ცალკეული შემთხვევები, რომელიც ჩინეთში ხელახალ ინფიცირებას ადასტურებს.  

„ამბობენ, რომ ჩინეთში მსგავსი შემთხვევები იყო აღწერილი. შესაბამისი ცნობები გამოქვეყნდა. დაველოდოთ ლიტერატურას. წითელა შეიძლება ადამიანს მეორეჯერ დაემართოს, თუმცა, ეს არის უკიდურესად იშვიათად, ასე რომ, COVID-19-ზე სულ არ არის გამორიცხული, რომ ეს შესაძლებლობა არსებობს. 

რამდენად ხშირი იქნება ეს? - არ მგონია, ყველას მეორეჯერ დაემართოს, მაგრამ ვიღაც შეიძლება იყოს ვისაც მეორეჯერ დაემართება“,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

არსებობს საყოველთაო კონსესუსი, რომ პანდემია მხოლოდ მაშინ გადაივლის, როდესაც მოხდება ე.წ. საყოველთაო იმუნიტეტის გამომუშავება. ასეთი რამ ხდება, იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოებაში საკმარისი რაოდენობის ადამიანი პათოგენისგან დაცულია და ვირუსი ვერ ათვისების გამო უბრალოდ კვდება. ამისათვის კი, არსებობს ორი შესაძლო ვარიანტი. ერთი არის იმუნიზაციის გზა, ანუ ვაქცინა. 

მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინის შექმნაზე უკვე მუშაობენ, თუმცა, მის შესაქმნელად აუცილებელი ფაზებია გასავლელი, რასაც კონკრეტული დრო სჭირდება. ვაქცინის შექმნისთანავე ფარმაცევტულმა საწარმოებმა და ჯანდაცვის ორგანიზაციებმა მისი მასობრივი წარმოება უნდა დაიწყონ. 

არსებობს საყოველთაო იმუნიტეტის გამომუშავების მეორე გზაც - მას შემდეგ რაც საზოგადოების დიდი ნაწილი "ახალი კორონავირუსით" დაინფიცირდება, გამოჯანმრთელებული ადამიანების ორგანიზმის იმუნური სისტემა, ვირუსის წინააღმდეგ რეზისტენტულობას გამოიმუშავებს. 

ჩვეულებრივ, სამედიცინო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ვაქცინის შექმნას წელიწადი და 8 თვე სჭირდება, თუმცა, 2020 წლის პანდემიის მიზეზის დასამარცხებლად ვაქცინის შექმნაზე ერთდროულად 35 ფარმაცევტული კომპანია მუშაობს, რაც იძლევა იმედს, რომ ამ შემთხვევაში ვაქცინა ბევრად ადრე შეიქმნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system