თავში

ავარია ახალციხეში - ერთ-ერთ მანქანაში არასრულწლოვანი იჯდა

ავარია ახალციხეში - ერთ-ერთ მანქანაში არასრულწლოვანი იჯდა
ავარია ახალციხეში - ერთ-ერთ მანქანაში არასრულწლოვანი იჯდა

ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ერთ-ერთ ავტომობილში არასრულწლოვანი იჯდა. მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო, თუმცა როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბავშვი შეჯახების შემდეგ პანიკაში იყო, რის გამოც მას ექიმების დახმარება დასჭირდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system